ამანათები ჩინეთიდან

როგორ გავატაროთ საინტერესოდ თვითიზოლაციის პერიოდი

მას შემდეგ რაც ქვეყანაში COVID 19 - ის შემთხვევებმა იმატა საქართველოს მთავრობამ კარანტინი გამოაცხადა და საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

 

თვითიზოლაცია გარკვეულწილად სტრესთან და დისკომფორტთან ასოცირდება. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას თუ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს დრო თქვენთვის სასარგებლოდ. 

 

თავისუფალი დრო გამოიყენეთ პერსონალური განვითარებისთვის 

 

 

დატვირთული რეჟიმის გამო ხშირად ადამინების უმრავლესობა ვერ ახერხებს თვითგანვითარებაზე ზრუნვას. ეს კი საუკეთესო პერიოდია შემეცნებითი აქტივობებისთვის. მაგალითად შეგიძლიათ წაიკითხოთ წიგნები, რომლების წაკითხვასაც აქამდე ვერ ახერხებდით, უყუროთ სამეცნიერო და დოკუმენტურ ფილმებს ან გაიაროთ პროფესიული ონლაინ კურსები. 

 

ასევე, თუ დროის უქონლობის გამო აქამდე ვერ ახერხებდით საინტერესო სერიალებისა და ფილმების ყურებას, ახლა ნამდვილად გექნებათ ამის დრო.

 

დაიწყეთ ვარჯიში სახლის პირობებში

 

 

 

თუ ყოველ ორშაბათს გეგმავდით ვარჯიშის დაწყებას, თუმცა ამას ვერ ახერხებდით, ახლა ამის დრო ნამდვილად გექნებათ. გარდა ამისა ვარჯიში კარგია ჯანმრთელობისთვის და იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

 

ჯანსაღი კვება

 

 

 

თვითიზოლაციაში ყოფნის პერიოდში შეგიძლიათ დაიწყოთ საკვების თავად მომზადება და ჯანსაღი კვება. შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა საინტერესო რეცეპტები და გახადოთ ეს პროცესი საინტერესო.

 

ონლაინ შოპინგი

 

 

 

თუ შოპაჰოლიკი ხართ და გიჭირთ სტრესთან გამკლავება, შეგიძლიათ სხვადასხვა ონლაინ საიტიდან გამოიწეროთ თქვენთვის სასურველი ნივთი.

 

ამანათების ტრანსპორტირება -  ამანათების ტრანსპორტირებაში ჩინეთიდან, ამრიკიდან, ჰონგ - კონგიდან, დუბაიდან და  კიდევ 300 - ზე მეტი მიმართულებიდან სფეიკარგო დაგეხმარებათ. 

 

გაატარეთ სასიამოვნო დრო ოჯახის წევრებთან ერთად

 

 

თუ ოჯახის წევრებთან ერთად გიწევთ კარანტინში ყოფნა, ეს პერიოდი სასიამოვნოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ. ხშირად ადამიანები დატვირთული რეჟიმის გამო ვერ ახერხებენ საყვარელ ადამიანებთან ერთად საკმარისი დროის გატარებას, ახლა კი შეგიძლიათ დატკბეთ თქვენს ოჯახთან ერთად ყოფნით. 

 

აქვე გთავაზობთ რჩევებს როგორ შეძლებთ გაართოთ ბავშვები სახლის პირობებში: 

 

1. გავიხსენოთ ძველი საბავშვო თამაშები:  https://bit.ly/2XjxUFr 

 

2. გიორგი ლიპარიშვილის სახალისო გაკვეთილების სერია: https://bit.ly/2RezUuC

 

ეცადეთ შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა

 

ექიმები ხშირად განმარტავენ, რომ სტრესი ადამიანის იმუნურ სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს, ამიტომ ეცადეთ, რომ სტრესი მართოთ და ეს პერიოდი პოზიტიური ცვლილებებისთვის გამოიყენოთ თქვენს ცხოვრებაში.

 

სფეისკარგო მოგიწოდებთ დაიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რაც გაცემულია NCDC-ის მიერ. 

 

ჩვენი პარტნიორები