22
აპრილი
საკურიერო სერვისი - პირობები/გამოყენება
სფეისკარგო გთავაზობთ საკურიერო სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით. თუ გამოიწერეთ ნივთი და ვერ ახერხებთ მის გატანას ან არსებული მდგომარების გამო სახლიდან ვერ გადიხართ ეს მომსახურება თქვენთვისაა, რომლის საშუალებითაც თქვენს ამანათს/ტვირთს მოგაწვდით თქვენთვის საურველ ადგილზე სწრაფად და უსაფრთხოდ.
სფეისკარგო - ამანათებისა და ტვირთების ტრანსპორტირება ყველაზე სწრაფად და იაფად.

საკურიერო ტარიფები
თბილისი
ეკონომ ტარიფები - ჩაბარება ორი სამუშაო დღის ვადაში.
- 0 კგ - 3.5 კგ თბილისი/Tbilis - 3
- 3.5 კგ - 10 კგ თბილისი/Tbilisi - 8
- 10 კგ- 20 კგ თბილისი/Tbilisi - 15
- 20 კგ- 30 კგ თბილისი/Tbilisi - 20
ექსპრეს ტარიფები - 12:30 საათამდე შემოსული განაცხადები მუშავდება და ბარდება იმავე დღეს.
- 0 კგ - 3.5 კგ თბილისი/Tbilis - 6
- 3.5 კგ - 10 კგ თბილისი/Tbilisi - 10
- 10 კგ- 20 კგ თბილისი/Tbilisi - 20
- 20 კგ- 30 კგ თბილისი/Tbilisi - 30
რეგიონები
12:30 საათამდე შემოსული განაცხადები მუშავდება და ბარდება ორი სამუშაო დღის ვადაში.
- 0 კგ - 3.5 კგ რეგიონი/Region 8
- 3.5 კგ - 10 კგ რეგიონი/Region 15
- 10 კგ -20 კგ რეგიონი/Region 25
როგორ უნდა გამოვიყენოთ საკურიერო მომსახურება
1. თუ ხართ დარეგისტრირებული ჩვენს საიტზე, შედით თქვენს ოთახში https://www.spacecargo.ge/
2. თქვენი ოთახიდან აირჩიეთ ღილაკი „კურიერი“
3. დააჭირეთ ღილაკს „დამატება“
4. აუცილებელია შეავსოთ ყველა ველი და ბალანსზე გქონდეთ საჭირო თანხა.
5. დააჭირეთ ღილაკს „დამახსოვრება“
6. გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია დააჭიროთ „პლიუსის“ ღილაკს იმდენჯერ, რამდენი ამანათის მოწოდებაც გსურთ.
საჭიროა აირჩიოთ ამანათი და დააჭიროთ პლიუს ღილაკს. გთხოვთ ყველა ამანათი აირჩიოთ ცალ - ცალკე.
პირობები:
თქვენ საშუალება გაქვთ ისარგებლოთ როგორც ეკონომი, ასევე ექსპრეს შეთავაზებით. გზავნილის მაქსიმალური წონა - 50 კგ.
გზავნილის ჩაბარების პირობები
• ექსპრეს პაკეტის შემთხვევაში, 12:30 საათამდე დაფიქსირებული მოთხოვნა მუშავდება და ბარდება იმავე დღეს.
• 12:30 საათის შემდგომ დაფიქსირებული მოთხოვნა ბარდება მეორე დღეს.
• ზარის განხორციელება ადრესატთან ვიზიტისას - მისამართის დაზუსტების და/ან ადრესატის ინფორმირების მიზნით
• კურიერის ლოდინის რეჟიმი ადრესატთან შეადგენს 10 წუთს, იმ შემთხვევაშ თუ კურიერს არ პასუხობს ზარზე მიმღები, აღნიშნული ამანათი ბრუნდება უკან ოფისში. განმეორებით აღნიშნული ამანათი არ გავა ადრესატთან ჩასაბარებლად დამიმღებმა ახლიდან უნდა დააფიქსიროს ან გაიტანოს ოფისიდან.