უფლებამოსილი პირები!

უფლება მოსილი პირების რეგისტრაცია საკუთარ კაბინეტში.

როგორც მოგეხსენებათ ხშირია ამანათების გაცემა არა ამანათის მესაკუთრეზე, არამედ მესამე პირზე ვის შესახებაც ინფორმაციას გვაძლევთ მესენჯერის მეშვეობით კომპანიის ოფიციალურ გვერდზე, დარეკვით ან მეილზე შეტყობინების მიღებით.

აღნიშნულთან დაკავშირებით 10 იანვრიდან შედის ძალაში ცვლილება ამანათების გაცემა უფლებამოსილ პირებზე, რადგანაც აღნიშნული პროცედურის დარღვევის შემთხვევაში კომპანიას ემუქრება ფინანსური ჯარიმები სახელმწიფო ორგანოდან და უარეს შემთხვევაში საფოსტო სტატუსის შეჩერებაც კი.

ჩვენ ვიზრუნეთ თუ როგორ გადაგვეწყვიტა აღნიშნული საკითხი და მოვახდინეთ ფუნქციის ჩაშენება თქვენსავე სფეის კარგოს კაბინეტში. გთხოვთ იხილოთ წინამძღოლი:

  • სფეის კარგოს საიტზე ავტორიზაციის გავლის შემდგომ, მარჯვენა ზედა კუთხეში თქვენს სახელ და გვარზე დაჭერით ვირჩევთ - პარამეტრები.
  • პარამეტრების მენიუში ვირჩევთ დნობით აღჭურვილ პირებს და ვაწვებით + დამატების ღილაკს.
  • + ღილაკზე დაჭერით გამოდის ფანჯარა, სადაც საჭიროა შეივსოს შემდეგი ინფორმაცია. უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი. გაეცანით და დაეთანხმეთ პირობებს. ამის შემდგომ თქვენ მიიღებთ სმს შეტყობინებას სადაც მითითებული იქნება კოდი, კოდის შეყვანის შემდგომ უფლებამოსილი პირი ემატება თქვენს კაბინეტში.

წარმატებულ შოპინგს გისურვებთ!

ჩვენი პარტნიორები