ქუთაისის სერვის ცენტრი

სფეის კარგოს მორიგი სერვის ცენტრი.

სასიხარულო სიახლე ჩვენი მომხამრებლებისათვის. გაიხსნა სფეის კარგოს მორიგი სერვის ცენტრი ქ. ქუთაისში, დ. აღმაშენებლის 10 (უბანი ბალახვანი). ოფისი იმუშავებს ისეთივე დატვირთვით, როგორც სათაო ოფისი. შეასრულებს ამანათებისა და ტვირთები გადაზიდვებს ჩინეთიდან, ჰონგ კონგიდან, ამერიკიდან, დუბაიდან. ასევე კორპორატიული ტვირთების იმპორტსა და ექსპორტს 300 ზე მეტი მიმართულებიდან.

ჩვენ ვიზრუნეთ თქვენი კომფორტისათვის და შევქმენით ძალზედ მოსახერხებელი გზა ამანათების გადამისამართებისათვის.

იმისათვის რომ ამანათები მიიღოთ ქუთაისის სერვის ცენტრში, თქვენი პირადი კაბინეტიდან მოახდინეთ სერვის ცენტრის ცვლილება და პარამეტრებიდან აირჩიეთ სასურველი მიღების პუნქტი.

თქვენ ასევე გეძლევათ საშუალება, შეცვალოთ სერვის ცენტრი კონრეტულ გზავნილზე. აღნიშნული ფუნქცია გაძლევთ შესაძლებლობას თქვენს მიერ შეძენილი ნივთები გადაამისამართოთ ერთდროულად სამივე ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი). გაითვალისწინეთ რომ ამანათების გამოგზავნიდან 2 დღის გასვლის შემდგომ მიღების პუნქტის ცვლილებას ვერ შეძლებთ. სასურველია მოახდინოთ წინასწარი დეკლარირება, დააფიქსიროთ სასურველი სერვის ცენტრი და მიიღოთ სფეის ქულები.

ჩვენი პარტნიორები